2024 წლის 18 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ თამარ ბაქრაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „საკომუნიკაციო სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის, როგორც სტრეს-ფაქტორის გავლენა ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ბიოქიმიური და იმუნოლოგიური პარამეტრის ცვლილებაზე“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი მამუკა გოგიბერიძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ნიკოლაიშვილი
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201